ამჟამად საქართველოში კორონავირუსს 37108 ადამიანი ებრძვის. აქტიური შემთხვევების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108 საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 996, აჭარაში - 762, იმერეთში - 917. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში - 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 185, აჭარაში - 17, იმერეთში - 18. 2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 - თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
შეგახსენებთ დღეს 3670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2626 გამოჯანმრთელდა 38 შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.
დადებითობის მაჩვენებელი დღიური - 8,76%, ბოლო 14 დღის - 7,85%, ბოლო 7 დღის კი - 8,67%-ია.