სასწავლო წლის დაწყებამდე, მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, ასევე მეცნიერები და ადმინისტრაციული პერსონალი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას.
მსურველები არჩევანს გააკეთებენ "ფაიზერის", "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებს შორის. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი.