გაეროს რეზოლუციას რუსეთი კიდევ ერთი პროვოკაციით პასუხობს - მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოკუპაციას ამჯერად არა მავთულხლართებით, არამედ პასპორტიზაციით აგრძელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მორიგი უკანონო განკარგულება გუშინ გასცა და ის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის პასპორტების აღებასაც გულისხმობს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში პუტინის განკარგულებით ახალგორელები აღმოჩდნენ. მათ ორწლიანი იზოლაციის შემდეგ უბრალოდ სხვა გზა არ რჩებათ, გარდა რუსული პასპორტების აღებისა, რადგან სხვა შემთხვევაში, ისინი კიდევ დიდხანს ვერ ნახავენ საკუთარი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ.