20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
Forbes-მა ვარძია მსოფლიოში შვიდ შთამბეჭდავ ადგილს შორის დაასახელა და ტურისტებს მისი მონახულება ურჩია

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გავლენიანი ბიზნეს-ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. "Forbes ესპანეთმა" მე-12-მე-13-ე საუკუნის უნიკალური, კლდეში ნაკვეთი ქალაქი და სამონასტრო ანსამბლი 7 ყველაზე შთამბეჭდავ ადგილად დაასახელა და ტურისტებს მისი მონახულება ურჩია.

მიუხედავად მძიმე ეპიდვითარებისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი Forbes-ის ესპანურენოვანმა გამოცემამ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად დაასახელა, ვინაიდან მისი დათვალიერება PCR ტესტის გარეშე შეუძლებელია.

ვარძიაში თხუთმეტი ეკლესიიდან, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ტურისტების ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს. მე-12 საუკუნის ორიგინალი ფრესკები ტაძრის კედლებსა და ჭერზე ახლაც შემორჩენილია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ტაძარში გიორგი მეფის და თამარის ფრესკაა.

ვარძია ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მეტად მონახულებადი ადგილია, ამ ადგილს წელიწადში დაახლოებით 400 000 ვიზიტორი სტუმრობს.

 

 

 

 

დღის ამბები