თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მოხდა.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ავტომობილს "მხედრიონის" ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: Primetime