ხმაური იყო აქციაზე, რომელსაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, "თბილსერვის ჯგუფის" ოფისთან მართავენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელფასების მატებას ითხოვენ. თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები, ასევე, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას ითხოვენ.
მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება მუშაობას არ გააგრძელებენ.