ბორჯომში მოკლული კაცი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. ის ადგილობრივი იყო.
ლევან ნამგალაძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
დანით დაჭრილი მამაკაცი ადგილობრივ კლინიკაში დღეს საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.