ქვეყანაში დომინანტი ე.წ. ინდური შტამი გახდა - ინფიცირებულთა 80% სწორედ კორონავირუსის დელტა ვარიანტითაა დაავადებული.
უკვე წელიწადნახევარია ექიმებს 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, მოქალაქეების უმეტესობა კი კვლავ აუცრელია. მიუხედავად სხვადასხვა ტიპის ვაქცინების თითქმის 3 მილიონიანი მარაგისა, ამ დრომდე სრულად მხოლოდ 183 ათასი ადამიანია აცრილი.
სპეციალისტების დაკვირვებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა უკონტროლო ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მასობრივ შეკრებებია, სადაც ასობით მოქალაქე რეგულაციებს არღვევს, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს. თამარ გაბუნია მოქალაქეებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.
ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტებისთვის სულ უფრო ნაკლები საწოლი რჩება, ამ დროისთვის საწოლფონდის თითქმის 90% დაკავებულია.
ვირუსის შესაკავებლად, ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად, 12 საათიანი დატვირთვით მიმდინარეობს. ყოველდღიურად იზრდება აცრილთა დღიური მაჩვენებელი. გასული დღე-ღამის განმავლობაში 20 ათასამდე პირი აიცრა, თუმცა ეპიდემილოგებისთვის ეს რაოდენობა საკმარისი არ არის.