26 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
10 აგვისტოს საქართველო და მსოფლიო, თანამედროვეობის უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 86 წლის იუბილეს აღნიშნავს

10 აგვისტოს, საქართველო და მსოფლიო, თანამედროვეობის უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 86 წლის იუბილეს აღნიშნავს. გენიოსის დაბადების დღის აღსანიშნად ახალგაზრდა და ცნობილი მუსიკოსების გაერთიანება - "კონცეპტ არტმა" ბათუმში კლასიკური და თანამედროვე მუსიკის კონცერტების სერია დაგეგმა. 9, 10 და 12 აგვისტოს ბათუმში ჩასული მსმენელი გია ყანჩელის უკვდავი კომპოზიციების სხვადასხვა ინტერპრეტაციებს მოისმენს.

გია ყანჩელის კომპოზიციებს მთელი მსოფლიო იცნობს, ახალ თაობას კი უდიდესი შემოქმედება დაუტოვა. უკვდავი ”ყვითელი ფოთლების" ავტორის დაბადების დღეს მისი მეგობრები და მსმენელი სამი დღის განმავლობაში ბათუმში ერთად აღნიშნავენ და უდიდეს კომპოზიტორს მისი შემოქმედებით ერთად გაიხსენებენ.

დღის ამბები