გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება.
ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.
როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოს რეგიონებში:
ბათუმში +32, ფოთში კი 33 გრადუსი სიცხე იქნება.
+35 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 39 გრადუსამდე გათბება.
+32 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
39 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +32, ცაგერში +34, ამბროლაურში კი +32 გრადუსია მოსალოდნელი.
33 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში 36 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.
+37 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
34 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავსა და სიღნაღში, ხოლო ყვარელში +36 გრადუსია ნავარაუდევი.