CNN-მა სამსახურიდან დაითხოვა 3 თანამშრომელი, რომლებიც ოფისში კოვიდვაქცინირების გარეშე მივიდნენ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკულმა კომპანიამ ვაქცინაციის კამპანიის უგულებელყოფის გამო საკუთარი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა.
აშშ-ში თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის მოთხოვნა კანონით რეგულირდება.
შტატების ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ დამსაქმებლებს კანონით ეძლევათ უფლება, მოითხოვონ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ყველა იმ თანამშრომლისგან, ვინც სამუშაოდ ოფისში დადის.
პრეზიდენტმა ბაიდენმა 2 მილიონ ფედერალურ თანამშრომელს უბრძანა, სამსახურში ვაქცინირების მტკიცებულება წარადგინონ და ნიღაბი ატარონ.