20 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიულოცეს.

"ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა აღვნიშნოთ საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის გამოშვება.

დღევანდელი გამოშვება წარმოადგენს 10-თვიანი თანამშრომლობის კომბინაციას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის და გვიჩვენებს საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს. გენერალ-მაიორო მათიაშვილო, ბრიგადის გენერალო ჭიჭინაძე, გამორჩეულო სამხედრო ხელმძღვანელობავ, გმადლობთ თქვენი ლიდერობისა და სერჟანტთა კორპუსის პროფესიონალიზმის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. სერჟანტები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მომავალი სამხედროები არიან.

მათთვის როლისა და პასუხისმგებლობის შესწავლით, თქვენ მათ ამ ინსტიტუციის მომავალ და წარმატებულ ლიდერებად ჩამოყალიბებაში უწყობთ ხელს. ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, სისრულეში მოეყვანა ამოცანით მართვა. ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია, რადგან თქვენ დაიწყეთ ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტი, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდეს.

მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული შედეგი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კურსდამთავრებულები ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებენ საქართველოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისათვის,"- აღნიშნა კელი დეგნანმა

საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 21 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები