20 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ქართველი ოლიმპიელების ნაწილი დღეს გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდა

ქართველი ოლიმპიელების ნაწილი გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ ძალოსნებს და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებს გულშემატკივრებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. ამ ორმა ნაკრებმა ჯამში ქართულ დელეგაციას სამი მედალი შესძინა, ძალოსანთა ტურნირზე ლაშა ტალახაძემ ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა სამი რეკორდი დაამყარა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზედიზედ ორჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება.

საპრიზო ადგილზე გავიდა ანტონ პლესნოი, რომ არა ტრავმა, პლესნოი ოქროს მედლისთვისაც იბრძოლებდა, საბოლოოდ მან ტრავმის მიუხედავად ბრინჯაოს მედალი შესძინა საქართველოს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ფინალში იასპარეზა წყალტუბოელმა იაკობ ქაჯაიამ. ფინალში ქართველი ფალავანი ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავესთან ნუნიესთან დამარცხდა.

დღის ამბები