მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 202 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი 4 მილიონს აღემატება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
covid-19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებშია, მას ბრაზილია და ინდოეთი მოყვება. მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იაპონიაში, სადაც ტოკიოსა და 8 პრეფექტურაში ახალი შეზღუდვები უკვე დაწესდა.
ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფონზე, სახელმწიფოები ხანდაზმულებისა და რისკ ჯუფებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზებას გეგმავენ.