20 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"თბილსერვის ჯგუფთან" საპროტესტო აქცია გრძელდება

"თბილსერვის ჯგუფთან" საპროტესტო აქცია გრძელდება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა, აქციას მართავენ. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია.

ისინი მერიისგან ითხოვენ, როგორც ფორმების შეცვლას, ასევე ხელფასების მატებასა და სამუშაო გრაფიკის გადახედვას. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად 7 პუნქტიანი განცხადება მოამზადეს, რომელიც ქალაქის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში შეაქვთ.

დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ.

დღის ამბები