20 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განკარგულება გამოსცა 

საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობამ განკარგულება გამოსცა. განკარგულების საფუძველზე, ვაქცინაცია განხორციელდება სამედიცინო ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ბინაზე, გადაადგილებაშეზღუდული პირებისთვის.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით.  

გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია, სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართულობით. 

იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებშიც. პროცესში უკვე ჩაერთვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლები. ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ამცრელი ბრიგადა ჩავიდა და მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ვაქცინაციის გაკეთებას.

ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რაჭაშიც. ონის მუნიციპალიტეტში 4 დაწესებულებაა, სადაც მოსახლეობას მისვლა და აცრის ჩატარება მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

გარდა,ამისა, ვაქცინაციის შინ ჩატარების მომსახურებით ისარგებლა აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა და მან მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს. 

დღის ამბები