20 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "ფიჩის" რეიტინგს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანა უახლოვდება მიზანს, საინვესტიციო რეიტინგს მიაღწიოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "ფიჩის" რეიტინგს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანას კიდევ ერთხელ აახლოებს იმ მიზანთან, რომ საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს მიაღწიოს.

კობა გვენეტაძე ასევე ხაზს უსვამს, რომ პანდემიის მართვა კვლავ უმნიშვნელოვანესია, რათა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს და სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ.

"მაკროეკონომიკური პოლიტიკა ისე იყო პანდემიამდე ქვეყაში წარმართული, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი დახმარება შეძლო. ასევე, ქვეყანა სწორად გაუმკლავდა პანდემიის დროს ეკონომიკურ სირთულეებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობიდან ქვეყანა კარგად გამოვა და ამას უკვე ზრდის რიცხვებიც აჩვენებს,"- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. 

დღის ამბები