20 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
"ჩვენთვის ომი 13 წლის შემდეგაც არ დამთავრებულა" - ერგნეთში, ომის მუზეუმში, კლასიკური მუსიკის საღამო და ფოტოგამოფენა გაიმართა

ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს, სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმში, კლასიკური მუსიკის საღამო და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. მუზეუმის დამფუძნებელი ომში დაზარალებული, ადგილობრივი ლია ჩლაჩიძეა. აგვისტოს ომის მუზეუმში რუსული აგრესიის ამსახველი ფოტო და სხვა მასალა ინახება, რომლის დათვალიერების საშუალებაც სტუმრებს კიდევ ერთხელ მიეცათ.

"13 წლის თავთან დაკავშირებით, ვეცადეთ, რომ მოკრძალებული გამოხმაურება ყოფილიყო ამ ომთან დაკავშირებით და გავაკეთეთ იმ ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა და კლასიკური მუსიკის კონცერტი. ეს არის ჩვენი რეალობა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ამდენად, ჩვენთვის ომი 13 წლის შემდეგაც არ დამთავრებულა,"-აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

დღის ამბები