20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ამ წუთებში, გორში ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალთან მოქალაქეები და მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან

ამ წუთებში, რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის თავზე, გორში, ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალთან მოქალაქეები და მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ისინი პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ძმებ გია და გელა რომელაშვილების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ძმები აგვისტოს ომში ტანკისტები იყვნენ და ერთ-ერთი ბრძოლისას გმირულად დაიღუპნენ. 

"ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედია. რუსეთის ოკუპაციის შედეგი. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღეა ჩვენთვის. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ დაზარალებულ ოჯახებს დახმარება და შვება მიეცეს,"-აცხადებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე.

დღის ამბები