20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
დღესაც არ არის დაძლეული ომის შედეგები...მხოლოდ ერთობით დაიძლევა ყველა სიმძიმე - გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, გორში, აგვისტოს ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო.

მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ომის მწუხარების გადატანა. 

"ყველამ ერთად შევძელით იმ სიმძიმის გადატანა, რასაც ომის საშინელება ეწოდება, ომის მწუხარება, სიმძიმე და გარდაცვლილ ადამიანთა ხილვის ტკივილი.

დღესაც არ არის დაძლეული იმ დღეების შედეგები და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობით დაიძლევა ყველა სიმძიმე და მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი, რომ მოვიტანოთ სიკეთე და სიხარული ჩვენი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის," - განაცხადა მიტროპოლიტმა. 

დღის ამბები