20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშოა - პრემიერმა გარკვეული რეგულაციების ამოქმედება დააანონსა

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ზღვისპირა ქალაქებში, სადაც მოქალაქეების უმეტესობა რეგულაციებს არ იცავს. სამედიცინო პერსონალი, რომელიც უშუალოდ ჩართულია ვირუსთან ბრძოლის პროცესში, მოქალაქეებს რეკომენდაციების გათვალისწინებას და ვაქცინაციის პროცესში ჩართვას სთხოვს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 626 343 ადამიანია აცრილი. დღეს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც აიცრა. ირაკლი ღარიბაშვილმა, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების ამოქმედებაც დაანონსა.

დღის ამბები