20 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
მაშველებმა მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს - ის ოჯახის წევრების მხრიდან უკვე იდენტიფიცირებულია

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გარდაბანში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მდინარე მტკვარში ნაპოვნია ცხედარი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და გაუჩინარდა წყალში.

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ.

ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო "ექოლოტი" მონაწილეობდა,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები