Facebook-ზე მოქმედი ჯგუფი "მედგიდი", სადაც მოქალაქეები ონლაინ იღებდნენ კონსულტაციებს ექიმებისაგან, დაიბლოკა. ამის შესახებ მისი დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომელიც ამავდროულად "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
მისი თქმით, ჯგუფი აერთიანებდა 103 000 ადამიანს და კიბერშეტევა მიზანმიმართულად მოხდა.
"სამედიცინო პლატფორმა "მედგიდი", მიზანმიმართული შეტევის შედეგად გაქრა სოციალური სივრცეებიდან. ჯგუფი, რომელსაც თითქმის ერთი წელია სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100000-ზე მეტ ადამიანს და ჯგუფი, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანს ეძლეოდა სრულიად უანგაროდ სამედიცინო დახმარება,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.