სამეცნიერო ფანტასტიკის საკულტო წიგნის, ფრენკ ჰერბერტის “დიუნის” ეკრანიზაციას ამ ჟანრის მოყვარულები მთელ მსოფლიოში ელოდებიან. ახალი თრეილერი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია. დიუნს ასობით მკითხველი საქართველოშიც ჰყავს. ფილმის ეკრანიზაცია ოქტომბერში შედგება.
"დიუნის" პირველი ნაწილი ქართულად 2017 წელს ითარგმნა და მას შემდეგ არაერთი ტირაჟი ამოიწურა. დღეს არცერთი ეგზემპლარი აღარ არის დარჩენილი მაღაზიებში, თუმცა გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" აანონსებს, რომ ახალი ტირაჟი სექტემბერში განახლდება და დიუნის სერიის ახალი ნაწილებიც ითარგმნება.