ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში. ამცრელი ჯგუფი ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში იმყოფება. სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი.
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია დარჩელის ამბულატორიაში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.