02 მაისი 2024,   07:23
ვრცლად
ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 5000-ამდე კოლოფი უაქციზო სიგარეტი - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 5000-ამდე კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 21000 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

დღის ამბები