საქართველოში, დღეის მდგომარეობით, 664997-მა ადამიანმა ჩაიტარა ვაქცინაცია. დღიურად აცრილია 23744 ადამიანი. ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ NCDC აქვეყნებს.
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 204234 ადამიანი, ხოლო მეორე დოზის მოლოდინშია 460763 ადამიანი.
15 მარტიდან 8 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, იმ მოქალაქეთა რაოდენობა რომელთაც ვაქცინაციის მინიმუმ ერთი დოზით ისარგებლეს, რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისი - 227 380
კახეთი - 17 905
მცხეთა-მთიანეთი - 12 091
შიდა ქართლი - 20 562
ქვემო ქართლი - 14 965
სამცხე-ჯავახეთი - 5 592
იმერეთი - 41 434
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 3 160
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22 600
გურია - 7 918
აჭარა - 52 483
ყველაზე მეტი ადამიანი, რომელთაც ვაქცინაცია ჩაიტარა 18-და 49 წლამდე ასაკის პირია.
18-49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრილები არიან - მინიმუმ ერთი დოზით 228 621 ადამიანი, ხოლო ორი დოზით 88 764.
ყველაზე ცოტა აიცრა 75-დან ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც ყველაზე დიდ რისკჯგუფში მყოფებად ითვლებიან. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მინიმუმ ერთი დოზით 26 915 პირმა ისარგებლა, ხოლო ორი დოზით 15 576-მა.
შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობას 4 სხვდასხვა სახეობის ვაქცინით აცრა შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ოთხივე ვაქცინის მარაგი საკმარისი რაოდენობითაა.