20 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
შემოდიან თუ არა საქართველოში ტურისტები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის გაყალბებული საბუთებით - ნათია თურნავას განმარტება

შემოდიან თუ არა საქართველოში ტურისტები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის გაყალბებული საბუთებით? - ამ თემასთან დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ შეიძლება ცალკეული მსგავსი შემთხვევები არსებობს, თუმცა არა მასობრივად.  

"შეიძლება ცალკეული შემთხვევები არსებობს, თუმცა მასობრივი ეს არ იქნება. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მესამე დღეს აქვთ ვალდებულება, ხელახლა ჩაიტარონ ტესტირება და აქედან გამდინარე, ჩვენ ამ მიმართულებითაც ვამკაცრებთ კონტროლს.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტურიზმის გეოგრაფიაც მორგებულია ზოგადად კოვიდვითარებაზე, გვყავდა ბევრი სტუმარი ისრაელიდან, მასობრივად ვაქცინირებული ქვეყნიდან. ისრაელიდან ახლა აღარ შემოდიან, მაგრამ ჩაენაცვლა, ძირითად, საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურეს ქვეყნები, სადაც, ასევე, ვაქცინაციის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი.

გამომდინარე აქედან, ისეთი ქვეყნებიდან მოდიან ტურისტები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი. თუმცა, რისკები რა თქმა უნდა, არსებობს. სწორედ ამიტომაც არის ვალდებულება მათთვის, რომ მესამე დღესაც ტესტირება გაიკეთონ და ჩვენ ამ თვალსაზრისით ვამკაცრებთ კონტროლს. ანუ, ტესტირებულები უნდა იყვნენ არა მარტო შემოსვლისას, არამედ შემდეგ სამი დღის თავზე უნდა გაიარონ ტესტირება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები