16 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
თბილისში ქალს დანით 11 ჭრილობა მიაყენეს - დანაშაულის მოტივი უცნობია

თბილისში ქალს დანით 11 ჭრილობა მიაყენეს. საზარელი თავდახსმის შემდეგ მან სახლიდან გამოსვლა და დახმარების თხოვნა მოახერხა, დაშავებული გადაარჩინეს. საქმეზე ქალის ნაცნობი მამაკაცი დააკავეს, დანაშაულის მოტივი უცნობია.

38 წლის ქალი ბოლო 4 წელია ქირით ცხოვრობს. სავარაუდო დამნაშავე მეზობლებს იქ მანამდე არ უნახავთ. სახლის მეპატრონემ არ იცის მოტივი, რის გამოც ქალს სასტიკად გაუსწორდნენ. 

დანაშაული დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მალევე მივიდნენ.

36 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მას ჯერ ადვოკატი არ ჰყვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით დვალიძეს 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

დღის ამბები