26 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის გამო შრომის ინსპექციამ 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმა

კოვიდ პანდემიის ფონზე არსებული შეზღუდვების ფონზე შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის შედეგად აჭარის რეგიონში აკრძალული საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. 

უწყების ცნობით, დღის განმავლობაში, დაჯარიმდა 10 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

"შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება," - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები.

დღის ამბები