ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების გამო თანამდებობიდან გადადგა. კუომომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორი რამდენიმე ქალს ავიწროვებდა.
დემოკრატი გუბერტანორის გადადგომას მისივე პარტიის წევრები ითხოვდნენ, ასევე მის გადადგომას ითხოვდა პრეზიდენტი ბაიდენი.
ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 63 წლის კუომო 11 ქალს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს, სექსუალურად ავიწროვებდა. თავად ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
"მე მჯერა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, მე ვთვლი, რომ ეს უსამართლობაა და სიმართლეს არ შეესაბამება," - განაცხადა ენდრიო კუომომ.