30 აგვისტო 2026,   00:34
ვრცლად
გურჯაანში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა - 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

გურჯანში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს, უგონო მდგომარეობაში მყოფი 40 წლის კაცი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ის გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ვინაიდან, ექიმის თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას მამაკაცი გარდაცვლილი იყო.  

შემთხვევა ცოტახნის წინ სოფელ ბაკურციხეში მოხდა.

გზის პირას მდებარე ჭაში წყლის სისტემის ჩასართავად ჩასული 62 წლის კაცი უჟანგბადობის გამო ადგილზევე დაიღუპა. დასახმარებლად ჩავიდა შვილი, რომელიც სავადმყოფოში რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვლა.

სამაშველო სამსახურის და ადგილობრივების დახმარების მიუხედავად მამა-შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები