20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსზე ჩავატარეთ იუნესკოს ექსპერტიზა, პრობლემები არის აურაცხელი, კომპლექსური - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის განცხადებით, გელათის გადარჩენის პროცესი გრძელდება. UNESCO​-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაში ნათქვამია, რომ გელათს რესტავრაციის შეუფერხებელი მეთოდების პრაქტიკამ, პრობლემები შეუქმნა.

მინისტრი თქმით, არსებობს ორი დასკვნა, რომელიც ხვალ, გელათის სამონასტრო კომპლექსის საბჭოზე უნდა გავიდეს. მინისტრის განცხადებით, რესტავრაციის პროცესი მრავალი წლის განმავლობაში უპასუხისმგებლო პირების ხელში იყო. 

"გელათის სამონასტრო კომპლექსზე ჩვენ იცით, რომ ჩავატარეთ იუნესკოს ექსპერტიზა. როგორც კედლის ფერწერაზე, ასევე სახურავზე და როგორც მე ვვარაუდობდი, პრობლემები არის აურაცხელი, არის კომპლექსური. ეს ორი დასკვნა ჩვენ ხვალ, ე.წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის საბჭოზე უნდა გავიტანოთ. იქნება პირველადი განხილვა იუნესკოს ორი დასკვნისა, რომელიც სწორედ ხვალ გასაჯაროვდება. ჩვენ, როგორც დავპირდით საზოგადოებას, გავაგრძელებთ გელათის გადარჩენის პროცესს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

დღის ამბები