20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული ქალი უვნებელი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული ქალი უვნებელი იპოვეს.

განცხადებას საგანგებო სიტუაციების სამსახური აქვეყნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში გაუჩინარებული 66 წლის ქალბატონის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ქალბატონი სახლიდან 7 აგვისტოს სავარაუდოდ ტყის მიმართულებით იყო გასული, რის შემდეგაც ოჯახის წევრებისთვის კვალი იკარგებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სოფელ გოსტიბეს ტყეში აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. საძიებო პროცესში ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები