18 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
შინდისის გმირებს პატივი ოპოზიციურმა პარტიებმა მიაგეს

შინდისის გმირების მემორიალთან 13 წლის წინ გარდაცვლილ მეომრებს, პატივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიაგეს.

"ჩვენ ვართ დღეს ვალდებულები, რომ მათი სიცოცხლე  და მათი თავგანწირვა იყოს არა მხოლოდ პატივსაცემი, არამედ იმის საწინდარი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, ჩვენი სამშობლო იყოს კვლავ ერთიანი,"- პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.

"ამ ადამიანებმა თავიანთი გმირობით კიდევ ერთხელ აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ასეთი გმირები ვერ დამარცხდება და ეს არის სწორედ ამავდროულად სიკვდილზე გამარჯვების დღეც,"- პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები