23 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
მამა-შვილს გურჯაანში მანქანა დაეჯახა - შვილი ადგილზე გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მამა-შვილს დაეჯახა. შემთხვევა სოფელ ჭანდარში მოხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და საპირისპირო მხარეს მდგარ მამა-შვილს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად 43 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შუახნის კაცი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით "ჯეოჰოსპიტალსში" მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამართალდამცავთა ჯგუფი, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

დღის ამბები