26 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირი ემსხვერპლა

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

დღის ამბები