15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს. არასრულწლოვანი ამბობს, რომ მასზე მშობელი წლების განმავლობაში ძალადობდა. მოზარდი რამდენიმე დღით სახლიდან გამოქცეული იყო და ქუჩაში ცხოვრობდა.
საბოლოოდ, ერთ-ერთ ფონდს მიმართა, რომელმაც დანაშაული პოლიციას შეატყობინა. მას შემდეგ, რაც მამაკაცი დააკავეს, გოგონას ბაბუამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
მომხდარზე არაფერს ამბობენ მეზობლები. თავად ბრალდებული კი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს.
დაკავებული კაცის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. დახურულ სხდომაზე გასაჯაროვდება ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური ძალადობა უნდა დაადასტუროს, ან უარყოს. სხდომაზე დაკითხავენ 15 წლის მოზარდსაც, რომელსაც ახლა დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.