შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, რომელიც ზაფხულთან და გემოვნებიან მუსიკალურ კვირეულთან ასოცირდება, წელს პანდემიის მსხვერპლი გახდა. ფესტივალი ბილეთების გაყიდვამდე გაუქმდა.
ინფიცირების მზარდმა მაჩვენებელმა, სხვა ფესტივალების დღის წესრიგიც შეცვალა. რეგულაციების ამოქმედებამდე მუსიკალურმა ორგანიზაციებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და დაგეგმილი ღონისძიებები ჩაშალეს. ჯაზ-ფესტივალის ბედი გაიზიარა "თბილისი ოფენეარმა" და "ექო ვეივსმა". გაუქმდა ბილეთები, რომლითაც მსოფლიო დონის არტისტები საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ.
კოვიდმა უკვე შეცვლა კულტურის დღის წესრიგი, შინაარსი და ფორმაც. მუსიკოსებისთვის ახლა მთავარი კითხვებია რამდენი ხანი გაგრძელდება კოვიდ პანდემიური ვითარება, როდის დაბრუნდებიან სცენაზე, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის ხანგრძლივობის და მასშტაბების პროგნოზირება რთულია, ხელოვანები უკვე აქტიურად განიხილავენ, რომ კულტურული ღონისძიების ფორმები ფუნდამენტურად გადაიხედოს.