პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო 12 აგვისტოს ისტორიულ დღეს აღნიშნავს.
"დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ. 900 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა.
დღესაც, ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია.
გილოცავთ ამ დღეს და გამთლიანებას, მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას," - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში