ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს მასშტაბით სატელეფონო ფორმით ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს.
საველე სამუშაოები 13-25 ივლისს ჩატარდა, გამოიკითხა 2 016 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +- 1.3%.
კითხვაზე: გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას/აცრას?
გამოკითხულთა 35%-მა უპასუხა, რომ გაიკეთებდა; 47%-მა უპასუხა, რომ არ გაიკეთებდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან 7% უკვე აიცრა, ხოლო 11%-ს კი პასუხის გაცემა უჭირს.