20 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ ჯანმოს ხელმძღვანელის მხარდაჭერით შეიძინა "ფაიზერი", კარგი გზა იყო, რადგან შედეგი მივიღეთ და ვაქცინები შევიძინეთ - კოკი იონათამიშვილი

სამოქალაქო პლატფორმის "საქართველო - 3 ზღვის ინიციატივა” დამფუძნებელმა კოკი იონათამიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში "ფაიზერის" საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.  

"პრემირ-მინისტრი ამბობდა, რომ ტედროს ადანომ გებრეისუსის მხარდაჭერით შეიძინა "ფაიზერი". ტედრომაც ახსენა, რომ პრემიერი დაუკავშირდა მას და შემდგომ მან დააკავშირა ფაიზერს. 

პრემიერ-მინისტრი იმხელა თანამდებობაა, რომ ნაცნობობა არ არის აუცილებელი, თუმცა კარგი გზა იყო, რადგან შედეგი მივიღეთ და ვაქცინები შევიძინეთ. 

აქ უბრალოდ მთავარია, აქამდე რატომ არ გვქონდა ეს ვაქცინები?!,"- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა. 

დღის ამბები