20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარების გამო შეზღუდვები წესდება.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

"გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო.

ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, საკოორდინაციო საბჭომ, აგვისტოში იმუნიზაციის პროცესის ინტენსიფიცირების მიუხედავად, საჭიროდ მიიჩნია ე.წ არაფარმაცევტული ინტერვენციები და კერძოდ, ცალკეული შეზღუდვების დაწესება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს,"-აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

დღის ამბები