20 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულიად იზღუდება ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები

ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების ფონზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სრულიად იზღუდება ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. 

"იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 00:00 საათისა დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 

საჯარო უწყებებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს,"- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გიორგი ღიბრაძემ. 

შეზღუდვები საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის პერიოდში იმოქმედებს. 

დღის ამბები