20 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისთვის აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმები - გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის და იმუნიზაციის პროცესების გასაფართოვებლად პროცესში სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული გუნდები ჩაერთვებიან.

"ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას" - აღნიშნა ღიბრაძემ. 

 

დღის ამბები