20 ნოემბერი 2024,   02:59
ვრცლად
ყველა შეზღუდვა, რაც საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე წესდება

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები წესდება.  

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით :

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში აღარ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. 

კვების ობიექტები ღამის 12 საათის ნაცვლად 11 საათამდე იმუშავებს. 

ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაზე, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის შემთხვევაში.

დღის ამბები