20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში მისიის ხელახალი გახსნის შესახებ" - საქართველოს მეგობართა ჯგუფი

საქართველს მეგობართა ჯგუფი ეუთოში განცხადებას ავრცელებს. მასში 2008 წლის ომის შესახებ არის საუბარი და ისინი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. განცხადებით ისინი მოუწოდებენ  ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისიის ხელახალი გახსნის შესახებ. 

"საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 13 წელი გავიდა, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართალის სრული პატივისცემის საფუძველზე.

ჩვენ წავახალისებთ ეუთოს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. ჩვენ ვწუხვართ 2009 წელს ეუთოს მისიის დახურვით საქართველოში და მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოში ეუთოს მრავალგანზომილებიანი მისიის ხელახალი გახსნის შესახებ, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობას, რომელსაც შეუძლია შეუფერხებლად იმუშაოს ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა.

მისიის ხელახალი გახსნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთოს ჩართულობას და ნდობის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებაში," - ნათქვამია განცხადებაში. 


დღის ამბები