20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნების პირველადი განხილვა გაიმართა

თეა წულუკიანის მოწვევით, იუნესკოს მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნების პირველადი განხილვის მიზნით, კულტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. 

დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებულ შეხვედრაზე იუნესკოს ექსპერტების მიერ მომზადებული ორი დასკვნის - გელათის ტაძრის გადახურვისა და კედლის მხატვრობის შესახებ პირველადი განხილვა გაიმართა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.

აღნიშნული დასკვნები სამინისტროს მისცემს საშუალებას, რომ შედგეს ხარვეზების გამოსწორების პროექტები, კომპეტენტური ადამიანების ჩართულობით და სამომავლოდ დაიწყოს ამ პროექტის განხორციელება, როგორც სახურავზე, ასევე ფერწერულ დაზიანებებზე, რომელსაც კონსერვაცია ესაჭიროება. 

დღის ამბები