20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
სპეცოპერაცია ხუთ ქალაქში - ნარკორეალიზატორობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 20 წევრი დააკავეს

სპეცოპერაციით დაკავებული ნარკორეალიზატორები - მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, სამართალდამცველებმა 20 სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.

გამოძიებით გაირკვა, რომ ყველა მათგანი თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ნარკოტიკს მოქალაქეებზე ინტენსიურად ყიდდა. მასშტაბური სპეცოპერაციები თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ბოლნისში ჩატარდა. მძიმე ბრალდებით, ყველაზე მეტი პირი სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ჩხრეკის ოპერაციების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ერთ-ერთის სახლში ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნარკორეალიზებისთვის დაკავებულ პირებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები