ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც მშენებარე კორპუსის უკან მიწა ჩამოიშალა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ისინი სახლებიდან ეტაპობრივად გამოჰყავთ და ავტობუსებში სვამენ. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდებიან. ამ დროისთვის, ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის უკან მიწა ჩამოიშალა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.